მსოფლიო დღეს

„გაზპრომმა“ ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსულ კომპანიაში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზები განმარტეს
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. რუსულმა „გაზპრომმა“ შაბათს ლატვიას ბუნებრივი აირის მიწოდება ივლისის განაცხადის ფარგლებში გაზის შერჩევის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით შეუწყვიტა, იუწყება РИА Новости.
„დღეს „გაზპრომმა“, ივლისის განაცხადის ფარგლებში გაზის შერჩევის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა“, – ნათქვამია კომპანიის Telegram–არხზე განთავსებულ განცხადებაში.
რუსულმა ჰოლდინგმა გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა „ბულგარგაზს“ (ბულგარეთი) და PGNIG–ს (პოლონეთი).
„გაზპრომმა“ დაპირება შეასრულა: რუსული გაზის მიწოდება 20%-მდე შემცირდა>>
„გაზპრომმა“ პარტნიორებს შეახსენა, რომ არამეგობრულმა ქვეყნებმა 1 აპრილიდან გაზის მიწოდება რუბლებში უნდა გადაიხადონ.