ერთსაძინებლიანი ბინის ქირაობა ვაკეში ადრე 300 დოლარი ღირდა, ახლა ფასი დაახლოებით 1000 დოლარამდე გაიზარდა. ფასებმა მოიმატა ყველგან – როგორც ქალაქის ცენტრში, ისე გარეუბნებში. საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის პირობებში უკვე ყველას აღარ აქვს საშუალება იქირაოს ბინა.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ სტუდენტებზე აისახა. ზაფხულის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპოტესტო აქციები მოეწყო – სტუდენტები მოითხოვდნენ საცხოვრებელს, ან სესიების ონლაინ რეჟიმში ჩაბარების საშუალებას. ახლა არდადეგებია, მაგრამ ახალგაზრდობა აქციების შემოდგომაზე გამართვას ისევ აპირებს, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.
ექსპერტებს უჭირთ თქმა, თუ რა მოხდება უძრავი ქონების ბაზარზე უახლოეს მომავალში. ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ზაფხულის მიწურულს სიტუაცია შეიცვლება.