უბედური შემთხვევა გუდაურში: პარაპლანი კლდეს შეეჯახა

ამ დროისათვის დაშავებულების გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა, არიან დაშავებულები, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებულების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ძნელად მისადგომი ადგილია, რაც ოპერაციის პროცესს ართულებს.
ეს გუდაურში ამ თვეში მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა არ არის. იმავე ადგილზე 16 ივლისს პარაპლანი ჩამოვარდა, რომელზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი - 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე - გადარჩა.