მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და მეტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ დაშალეს დახლები, რომლებითაც გარე მოვაჭრეები სარგებლობდნენ.
თბილისის მერიამ დაასუფთავა ცაბაძის, თევდორე მღდვლის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩები, ასევე წერეთლისა და თამარ მეფის გამზირები ნაწილობრივ. სამუშაოებს ასრულებდა კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“. ტროტუარები და ქუჩები სპეციალური საშუალებებით მოირეცხა.