ანტიმონოპოლიური კანონის დაცვაზე კონტროლი - სააგენტოს ანგარიში

უწყებამ საწვავის, მედიკამენტებისა და მინის ნარჩენების გადამუშავების ბაზრებზე არსებული ვითარება შეამოწმა.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ექვსი თვის განმავლობაში დაიწყო სამი საქმე მონოპოლიების შესახებ და შეამოწმა კომპანიების შერწყმის რამდენიმე ათასი შემთხვევა, ნათქვამია უწყების ნახევარი წლის ანგარიშში.
სააგენტოს ცნობით, მან ნახევარ წელიწადში შეამოწმა, მაგრამ ვერ აღმოაჩინა მონოპოლიის ნიშნები ჰოსპიტალური სექტორის მუშაობაში; ასევე დაიწყო არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების შესწავლა ადმინისტრაციულ უწყებებსა და სათარჯიმნო სექტორში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სააგენტომ ექვს თვეში განიხილა 9,1 ათასი შერწყმის რეგისტრაცია.
უწყებამ განახორციელა ფარმაცევტული, საწვავის და შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრების მონიტორინგი და კანონმდებლობის ნორმების დარღვევისთვის სასამართლოს მეშვეობით ორი კომპანია ჯამში 60 ათასი ლარით დააჯარიმა.
სააგენტოსთვის ყველაზე რეზონანსული გახდა საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების შემოწმება. მაისის დასაწყისში საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავზე მაღალი ფასების მიზეზებში გარკვევა მოითხოვა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო Gulf-ით დაინტერესდა
კონკურენციის სააგენტომ შეამოწმა რუსეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავზე ფასების წარმოქმნა სამ დიდ კომპანიაში და გამოარკვია, რომ საცალო ფასში დანამატი საწვავზე რუსეთიდან, რომლის თვითღირებულება ყველაზე დაბალია რუმინეთიდან და ბულგარეთიდან შემოტანილი საწვავის თვითღირებულებასთან შედარებით, აპრილში ერთ ლიტრზე 0,65 ლარს შეადგენდა.