თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაზის მოთხოვნის 15%-ით შემცირებაზე შეთანხმებული დოკუმენტი რამდენიმე გამონაკლისს ითვალისწინებს, განაცხადა ენერგეტიკის საკითხების ევროკომისარმა კადრი სიმსონმა.
მისი თქმით ეს გამონაკლისი ვრცელდება ბალტიისპირეთისა და ასევე ევროკავშირის წევრ კუნძულოვან სახელმწიფოებზე.
„არის სამი გამონაკლისი. პირველი: ჩვენი კუნძულოვანი ქვეყნები — ირლანდია, მალტა და კვიპროსი არ არიან ვალდებულები, შეამცირონ გაზის მოხმარება... მეორე გამონაკლისი შეიძლება შეეხოს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუ რუსეთი 2026 წლამდე ელექტროენერგიის სისტემების დესინქრონიზაციას მოახდენს... მესამე: ჩვენ არ გვინდა, რომ გაზის კრიზისი ელექტროენერგიის კრიზისით ჩავანაცვლოთ, ამიტომ ქვეყნებს, რომლებსაც სირთულეები აქვთ ელექტროენერგიის გამომუშავებაში სხვადასხვა პრობლემის გამო, შეუძლიათ დროებით შეამცირონ გაზის მოხმარება“, — განმარტა ევროკომისარმა.
დღეს, 26 ივლისს, ევროკავშირის ქვეყნებმა გაზზე მოთხოვნის შეზღუდვის შესახებ საგანგებო გეგმა დაამტკიცეს. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები, მიმდინარე წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე, გაზის მოხმარებას ნებაყოფლობით შეამცირებენ 15%-ით. გამონაკლისი დაიშვა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნების გაზის ქსელებში არ არისნ მიერთებული.