დღეს 2022 წლის 27 ივლისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მერკურიმფარველობს.
დიდი ალბათობით, წინასწარ შედგენილ გეგმას ვერ გაჰყვებით. არ გაქვთ რუტინული სამუშაოს განწყობა. გაჩნდება მოულოდნელი სურვილები, გატაცებები. ამან ცხოვრებაში სიახლეები შეიძლება მოიტანოს, მაგრამ ჩარჩოებს მაინც ძალიან ნუ გასცდებით – მოერიდეთ მკვეთრ ნაბიჯებსა და დაუფიქრებელ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
ვერძი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს.
კურო: დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არაა შესაფერისი. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობობის დროა, როდესაც არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ენდეთ ინტუიციას.
ტყუპი: ყველაზე ეფექტური გზა თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. უაზრობაა ბედთან კამათი, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმა შეადგინეთ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.
კირჩხიბი: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე აუღელვებელი ჩანდეთ. შეიძლება თქვენც დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მოსალოდნელია უეცარი გაღიზიანება, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.
ლომი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლოა რამე დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.
ქალწული: დღე მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში, მოულოდნელი მოვლენები, გაუგებრობებია მოსალოდნელია. დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის.
სასწორი: თავი შეიკავეთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, „თავქარიანი“ ექსპერიმენტებისგან. არ აჰყვეთ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საშიშია გადაჭარბებული მოთხოვნები– დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ.
მორიელი: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ რამე განსაკუთრებული იარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.
მშვილდოსანი: შეგწევთ ძალა, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ, მათ შორის, ირგვლივ მყოფებისთვისაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დაღლილობას ვერ იგრძნობთ – ენერგიით ხართ სავსე.
თხის რქა: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. სერიოზული პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვასაც ვერ შეძლებთ, არ გელოდებათ. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, მაგრამ მოდუნება არ ღირს, რადგან ბედმა არაერთი შესანიშნავი შანსი შეიძლება მოგცეთ, რომ მეტოქეებსა და კონკურენტებზე გაიმარჯვოთ.
მერწყული: წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება, მაგრამ თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. შრომისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება.
თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ.