ბათუმში დაკარგულ ბელარუსის მოქალაქეს ეძებენ

ბელარუსის მოქალაქის სამძებრო ღონისძიებებში მოხალისეებიც არიან ჩართული.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ ბელარუსის მოქალაქეს მესამე დღეა ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ანდრეი კორსაკი 23 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე ზღვაში საცურაოდ შევიდა.
მამაკაცის ახლობლები იმედს არ კარგავენ, რომ კორსაკი შეიძლება ტალღებს ნაპირზე გამოერიყა და ცოცხალი იყოს. ბოლოს იგი დაინახეს იმ ადგილზე, სადაც მდინარე ჭოროხი შავ ზღვას ერთვის.
ბელარუსის მოქალაქის სამძებრო ღონისძიებებში მოხალისეებიც არიან ჩართული.