ФСБ: უკრაინის დაზვერვა სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას გეგმავდა

Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) აღკვეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია, რომლის მიზანიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების გატაცება იყო, იუწყება „რია ნოვოსტი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, უკრაინულ ოპერაციას „ნატოს სპეცსამსახურები კურირებდნენ“.

„მოქმედებდნენ რა თავისი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სახელით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები ცდილობდნენ გადაებირებინათ რუსი სამხედრო მფრინავები ფულადი ჯილდოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გარანტიით, და დაერწმუნებინათ ისინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად აეროდრომებზე დაესვათ თვითმფრინავები“, — ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ ხელთ ჩაუვარდათ უკრაინის სამხედრო დაზვერვასა და ერთ-ერთ რუს პილოტს შორის მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ მას 2 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ საბრძოლო თვითმფრინავის გატაცებისთვის. ამასთან ავანსად მხოლოდ 4000 დოლარი გადასცეს, რაც, ФСБ-ს განცხადებით, მათ ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება.
უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია უკრაინული სპეცსამსახურების ყველა თანამშრომლის ვინაობა, ვინც ამ ოპერაციაში იყო ჩართული.
უკრაინულ მხარესა და ნატოს აღნიშნულთან დაკაშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.