მსხალი (Pýrus) ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარის გვარია. არსებობს მისი 60-მდე სახეობა, საქართველოში გავრცელებულია 11.
მსხალი ერთ-ერთი უძველესი კულტივირებული მცენარეა. ის ჩინეთიდან გავრცელდა. მსოფლიოში გავრცელებულია მსხლის 5000-მდე ჯიში.
მსხლის კალორიულობა და შემადგენლობა
მსხლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 42 კკალორიაა. მსხლის ჩირისა – 249 კკალ.
მსხალი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით. ის შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, K, H და PP; ორგანიზმისთვის საჭირო მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სელენიუმი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, გოგირდი, იოდი, ფტორი, ფოსფორი, ნატრიუმი. მსხალში არის უჯრედისი.
მსხლის სასარგებლო თვისებები
მსხალს ათასობით წელია ხალხურ მედიცინაში პროსტატის სამკურნალოდ იყენებენ. საოცარი შედეგი მსხლის კომპოტის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დგება, ხოლო მისი დიდი ხნით გამოყენება ამ დაავადებას ხშირ შემთხვევებში კურნავს კიდეც.
სასურველია, რომ პროფილაქტიკის მიზნით 50 წელს ზევით მამაკაცმა მსხლის კომპოტი რეგულარულად მიიღოს.
მსხალი ანტიმიკრობული საშუალებაა. ნაყოფში არის ორგანული მჟავები, რომლებიც კუჭის წვენის მარილოვან მჟავასთან ერთად მოქმედებს კუჭში საკვებზე. მსხალში არსებული დიდი რაოდენობით პექტინი და მთრიმლავი ნივთიერებები ბაქტერიებს მოძრაობის უნარს უკარგავს.
ნაყოფი შეიცავს ანტიბიოტიკ არბუტინს, რომელიც მიკრობებს კლავს. ის მოქმედებს ნაწლავების ფლორაზე და მიკრობებზე, რომლებიც იწვევს თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებით პროცესებს.
რადგან მსხალში ფრუქტოზა უფრო მეტია, ვიდრე გლუკოზა, ეს ხილი სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ამიტომ მსხალი ჩართულია წონაში დაკლების მსურველთა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების (შეზღუდული რაოდენობით) რაციონში.
მსხლის ნაყოფში არის უნიკალური ეთერზეთები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ძალებს აძლიერებს, ეწინააღმდეგება ინფექციურ დაავადებებს, მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ და ებრძვის დეპრესიასაც კი.
მსხალში შედის ბევრი მაკრო- და მიკროელემენტი, მაგალითად, რკინა, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი სისხლის უჯრედების სინთეზისთვის. ამიტომ რეკომენდებულია მსხლის მიღება, როდესაც ადამიანი სწრაფად იღლება, აქვს თავბრუსხვევა, გახშირებული გულისცემა, დაქვეითებული მადა, პირის კუთხეებში უჩნდება ნახეთქები, ცუდად უხორცდება ქსოვილი. ეს ყველაფერი რკინის ნაკლებობის სიმპტომებია.
კალიუმის წყალობით მსხალი ხელს უწყობს გულისა და კუნთების ნორმალურად ფუნქციონირებას, კალიუმის იონები ორგანიზმში უჯრედების რეგენერაციაზეა პასუხისმგებელი. კალიუმის ნაკლებობის დროს ადამიანს ემატება ნევროზულობა, უძილობა, უხშირდება გულისცემა, მატულობს სისხლში ქოლესტერინის დონე. ამ პრობლემების მოგვარება მსხლის მიღებით არის შესაძლებელი.
ნაყოფში არსებული ორგანული მჟავები აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს ღვიძლისა და თირკმელების საქმიანობას. ამ მჟავებს ანტიმიკრობული მოქმედება გააჩნია და მსხვილ ნაწლავში ჩირქოვანი პროცესების განვითარებას აბრკოლებს.
მსხლის ჩირის ნახარში და კომპოტი მდიდარია ტანინით, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლოა კუჭის აშლილობისას. ახალ მსხალში საკმაოდ უხეში საკვები ბოჭკოებია, რაც აძლიერებს ნაწლავურ პერისტალტიკას, ამიტომ აშლილობისას მისი ჭამა არ ღირს.
მსხლის კომპოტი სასარგებლოა შარდმდენი გზების ანთებითი დაავადებების დროს; ანემიის (სისხლნაკლებობა) დროს სასარგებლოა სადილზე, დესერტის სახით ორი დიდი მსხლის მიღება. ამ დროს მსხალი უნდა გაფცქვნათ, რბილი ნაწილი დაჭრათ და აურიოთ ორ ჩაის კოვზ თაფლთან.
მსხალი კურნავს მწვავე ბრონქიტსაც: მსხლის წვენს ურევენ დესერტის კოვზ ასკილის სიროფს და დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით იღებენ.
ფილტვების დაავადების დროს რეკომენდებულია ახალი მსხლის მიღება, ხველების დროს – მსხლის ჩირის ნაყენი.
მსხლის მურაბა და გამომცხვარი მსხალი კარგია, როგორც ხველების საწინააღმდეგო საშუალება ბრონქიტისა და ტუბერკულიოზის დროს.
მსხლით მკურნალობა შესაძლებელია თითქმის მთელი წლის განმავლობაში, რადგან ნაყოფი გამოშრობის დროს თითქმის ყველა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას ინარჩუნებს.
მსხლის ნაყენი ეფექტურია შარდ-სასქესო ორგანოებში კენჭების არსებობის დროს, ასევე შარდმდენი გზების ანთებითი პროცესისას.
მსხლის წვენი და ნაყენი ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას.
მსხალს კაპილარების კედლების განმტკიცება შეუძლია, ამიტომ მას სისხლძარღვების დაავადების დროს იყენებენ.
მსხალს მატონიზირებელი თვისებები აქვს. ის ამშვიდებს გულისცემას, აუმჯობესებს განწყობას, ხსნის დაძაბულობას.
შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია ახალი მსხლის წვენის მიღება - ჭამამდე 30 წუთით ადრე 50-70 გრამის ოდენობით. დოზის გაზრდა შესაძლებელია 1 ჭიქამდე.
გაითვალისწინეთ:
მსხლის ჭამის შემდეგ ნუ დალევთ წყალს, ასევე ნუ მიიღებთ მძიმე საკვებს, ხორცს.
კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მსხლის უზმოზე მიღება.
მსხლის სამკურნალო მიზნებით გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.