თბილისში კლინიკიდან გაწერილი 42 წლის პაციენტი დაიკარგა

პაციენტის ახლობლების განცხადებით, მამაკაცი 40 დღეზე მეტია არ გამოჩენილა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თბილისში ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერილ 42 წლის ვალერი ხუციშვილს თვეზე მეტია ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი, რომელსაც ჰალუცინაციები ჰქონდა, „ამერიკული ჰოსპიტლიდან“ ოჯახის ინფორმირების გარეშე გაწერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ მტკვრის სანაპიროზე ჩავიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.
პაციენტის ოჯახის მტკიცებით, პოლიცია დაკარგული მამაკაცის საქმეზე გულგრილობას იჩენს, საქმის გამომძიებელი კი მის ახლობლებს მედიასთან კონტაქტს უკრძალავს.
წყარო - ტელეკომპანია „ტვ პირველი“.