თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თბილისში სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სხვის სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებული ავტომანქანა სახელმწიფოს ბალანსზე არის აღრიცხული და ერთ-ერთ უწყებას ეკუთვნის.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187- ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://police.ge/ge/politsiam-skhvisi-nivtis-dazianebis-braldebit-erti-piri-daakava/15362