მკვლელობა წყლის გამო: გორში 70 წლამდე ქალმა მეზობელი მოკლა

მკვლელობას წინ მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი უძღოდა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. შიდა ქართლში ასაკოვანმა ქალმა 33 წლის მამაკაცი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი უძღოდა.
კონფლიქტი სარწყავ არხს უკავშირდებოდა. 70 წლამდე ასაკის ქალმა მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.