თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მოსკოვი არ ითხოვს დასავლეთისგან სანქციების მოხსნას, მაგრამ სურსათის თემასთან დაკავშირებით მან მის მიერვე შექმნილი პრობლემები უნდა მოხსნას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ას-სისის და საგარეო საქმეთა მინისტრ სამეხ შუქრის შეხვდა.
„ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების მოხსნას - ეს ის პრობლემებია, რომლებიც ცალკე ყურადღების საგანია. ჩვენ უბრალოდ ამიერიდან განვავითარებთ ჩვენს ეკონომიკას საიმედო პარტნიორებზე და არა მათზე დაყრდნობით, ვინც კიდევ ერთხელ აჩვენა უუნარობა მოლაპარაკებების კუთხით“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე ქაიროში.
მისი თქმით, რუსეთი ელოდება, რომ გაერო სასურსათო გარიგების ფარგლებში მიაღწევს იმ არალეგიტიმური სანქციების მოხსნას, რომლებიც რუსული მარცვლეულის ექსპორტს კრძალავდა.
„დღევანდელ პირობებში უნდა მოიხსნას ის არალეგიტიმური სანქციები, რომლებიც დაწესდა და კრძალავდა ოპერაციებს რუსულ მარცვალთან, დაზღვევის, ჩვენი გემების უცხოურ პორტებში და უცხოური გემების ჩვენს პორტებში შესვლის ჩათვლით“, - განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ სტამბულში შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ ამ არალეგიტიმური სანქციების მოხსნაზე იზრუნებდა.
„ვიქონიოთ იმედი, რომ მას ეს გამოუვა“, - განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვი არ დათანხმდებოდა სასურსათო გარიგებას იმ შემთხვევაში, რუსული პროდუქციის ექსპორტის განბლოკვის საკითხი რომ არ მოგვარებულიყო.
მრავალმხრივი შეთანხმებები რუსული პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის და რუსეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ სტამბულში პარასკევს გაფორმდა.