გურიაში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართება

სტუმრებს ელოდება ჩაის დეგუსტაცია და სხვა გასართობი ღონისძიებები
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი— Sputnik. კურორტ შეკვეთილში 29 ივლისს ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ჩაის პლანტაცია ოზურგეთში
ფესტივალი ჩაის მოყვარულთ მუსიკოსთა პარკში 14:00 საათზე იწვევს. პროგრამაშია - ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სამეწარმეო ბაზარი, ჩაის დამზადების პერფორმანსი.
ქართული ჩაი: ისტორია და რეალობა >>
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ფოტოგამოფენა, ვორქშოფი, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, გურული ცეკვის პერფორმანსი. ფესტივალის სცენაზე ასევე DJ დაუკრავს.