თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. თითქმის ორკვირიანი ხანმოკლე წვიმისა და მოღრუბლული ამინდის შემდეგ ბათუმელები და დამსვენებლები მომდევნო კვირაში ზაფხულს იგრძნობენ.
ორშაბათი, 25 ივლისი: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 17-18 გრადუსი იქნება, დღისით კი — 25-26 გრადუსი სითბო.
სამშაბათი, 26 ივლისი: მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. დღისით 26 გრადუსამდე დაცხება, ხოლო ღამით ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დაიწევს. ქარის მაქსიმალური სიჩქარე — 15 მ/წმ.
ოთხშაბათი, 27 ივლისი: მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 19 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 26 გრადუსამდე დაცხება.
ხუთშაბათი, 28 ივლისი: მოსალოდნელია წვიმა. ღამით ჰაერი ტემპერატურა პლუს 20 გრადუსზე დაფიქსირდება, დღისით კი — პლუს 27-28 გრადუსზე.
პარასკევი, 29 ივლისი: მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმა. ღამით — 22-23 გრადუსი სითბო, დღისით — 29 გრადუსი.
შაბათი, 30 ივლისი: მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 20 გრადუსი იქნება, დღისით —28-29 გრადუსი სიცხე. დაუბერავს წამში 15 მეტრი სიმძლავრის ქარი.
კვირა, 31 ივლისი: ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ღამით პლუს 20 გრადუსი, დღისით — მაქსიმუმ 25 გრადუსი სითბო.