საქართველოში მილიონობით ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს

პოლიციამ ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. პოლიციამ სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნარკოტიკების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2,5 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:
2553 აბი „სუბუტექსი“
2627,87 გრ „კოკაინი“
1368 გრამი „ჰეროინი“
94 გრ. „მეტადონი“
53,065 კგ „მარიხუანა“
753 კგ. „კანაფი“
„ამფეტამინის“ შემცველი 352 აბი
67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება
1.050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები
„პრეგაბალინის“ შემცველი 1.144 კაფსულა
სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
წყარო - შსს