რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება

ოპოზიცია, რომელიც ალტერნატიულ პროცესზე საუბრობს, მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი– Sputnik. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს მიიღებს, ხოლო ოპოზიცია საკუთარ თავს თვითგანადგურებამდე მიიყვანს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უარი თქვეს მონაწილეობა მიიღონ იმ კომიტეტების და ჯგუფების მუშაობაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მუშაობენ.
„რადიკალური ოპოზიცია ისევ ალტერნატიულ პროცესებზე საუბრობს, ამით ისინი კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს... ეს პროცესი საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, მაგრამ მათ ასევე მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩატარება, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით 18 ივლისს პრეზიდენტმა მოიწვია, აუცილებელია ალტერნატიული პროცესის წამოწყება, რომლის ფარგლებშიც კანონპროექტები შემუშავდება. ამ მიზნით ოპოზიცია ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას აპირებს.
საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მიმართ გადაწყდა მოცდა, ვიდრე ქვეყანა არ შეასრულებს ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილ პირობებს.
საუბარია 12 პუნქტზე, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სხვ.