თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ამერიკელმა ექიმებმა მაიმუნის ყვავილით ბავშვების ინფიცირების ორი შემთხვევა დაარეგისტრირეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრ (CDC) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში.
„ჩვენ ახლა გამოვავლინეთ ბავშვებში ინფიცირების ორი შემთხვევა... ასევე უნდა აღვნიშნო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა მან.
მედიის ცნობით, ერთი ბავშვი იმყოფება კალიფორნიაშია, მეორე, ჩვილი კი ვაშინგტონში, ის არ ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. აღინიშნა, რომ ბავშვები, სავარაუდოდ, სახლში დაინფიცირდნენ.
როზამუნდ ლუისმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ჩუთყვავილასთან ბრძოლის სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრე განაცხადა, რომ 18-19 წლის პაციენტებში მაიმუნის ყვავილის გადადების საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები, სავარაუდოდ, „სახლის პირობებში ზემოქმედების“ გამო ინფიცირდებიან.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 16 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუთი ლეტალურად დასრულდა. ინფექციების უმეტესობა ევროპაშია გამოვლენილი, ძირითადად მამაკაცებს შორის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან ჰქონდათ.
მაიმუნის ყვავილი — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. ჩვეულებრივ მსუბუქი მიმდინარეობისაა, ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება, იშვიათად შესაძლებელია გართულებები.
ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, მისთვის დამახასიათებელია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის.
წყარო - The Washington Post