თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე მეექვსედ დამარცხდა.
34 წლის ქართველი სეკიტორი, რომელიც ნაგოია ბაშოზე მერვე მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს სუპერტურნირის მე-13 დღეს ჩიიოშომას დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. სასტარტო შეჯახების დროს 31 წლის მონღოლი სუმოისტი განზე გადგა და ტოჩინოშინი დოჰიოზე დაეცა.
ტოჩინოშინის ანგარიშზე ამ დროისათვის შვიდი მოგება და ექვსი მარცხია. ქართველ სუმოისტს კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან ერთი გამარჯვება სჭირდება.
ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე ჰოშორიუ იქნება. ტოჩინოშინი მას გასული წლის მაისის ბაშოზე ერთადერთხელ შეხვდა და მაშინ იორიტაოშის ილეთით სძლია.