რა ანეიტრალებს ჭარბ მარილს ქალის ორგანიზმში: მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი

Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ქალის ორგანიზმზე მარილის უარყოფითი გავლენის შემცირება პრეპარატების გარეშე, გარკვეული სახის პროდუქტების მიღებითაა შესაძლებელი, აცხადებენ ამსტერდამის (ნიდერლანდი) უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია European Heart Journal-ში.
კვლევაში 40-დან 79 წლამდე 11.267 მამაკაცი და 13.696 ქალი მონაწილეობდა. მათზე ექვსწლიანი დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა გააანალიზეს კავშირი კალიუმის მოხმარებასა და არტერიულ წნევას შორის და აღმოაჩინეს, რომ:

ადამიანებს, რომლებიც ბევრ კალიუმს იღებდნენ, 13%-ით ნაკლებად ემუქრებოდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ვიდრე მათ, ვინც ცოტა კალიუმს იღებდა. უფრო მეტიც, ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით გამოხატული იყო ქალებში. მარილიანი საკვების მოყვარულ ქალებს, რომლებიც დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით იღებდნენ კალიუმს, არტერიული წნევა ნორმალური ჰქონდათ.

ანუ, რაც მეტია კალიუმი, მით ნაკლებია ნატრიუმი (მარილი) ორგანიზმში!
მეცნიერების თქმით, იმისათვის, რომ ჭარბი მარილის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები ავირიდოთ თავიდან, ზრდასრულებმა დღეში 3.500 მგ კალიუმი უნდა მიიღონ — უმჯობესია, კალიუმით მდიდარი პროდუქტების სახით.
კალიუმით ყველაზე მდიდარი ხუთი პროდუქტების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
100 გრამი თეთრი სოკო (გამხმარი) — შეიცავს 3.937 მგ კალიუმს, რაც დღიური საჭიროების 157%-ს შეადგენს;
ატმის ჩირი, 100 გრამი — 2.043 მგ კალიუმი, დღიური ნორმის 82%;
ურიუკი (კურკიანი გარგარის ჩირი), 100 გრამი — 1.781 მგ კალიუმი, დღიური ნორმის 71%;
კურაგა (უკურკო გარგარის ჩირი), 100 გრამი — 1.717 მგ კალიუმი, დღიური ნორმის 69%;
სოიოს მარცვლები, 100 გრამი — 1.607 მგ კალიუმი, დღიური ნორმის 64%.
კალიუმით ასევე მდიდარია: ხორბლის ქატო, რძე, ლობიო, ფსტა, ზღვის კომბოსტო, მსხლის ჩირი, შავი ქლიავი, ქიშმიში, ოხრახუში, ისპანახი, ნუში, ლეღვის ჩირი, არაქისი, კარტოფილი, ქამა სოკო, ქინძი, მჟაუნა, თევზი პალტუსი და სხვ.
გახსოვდეთ: კალიუმის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი B6, ხელს უშლის ალკოჰოლი.