თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გაეროს ეგიდით სასურსათო გარიგების ფარგლებში შექმნილი მარცვლეულის ექსპორტის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი მაქსიმუმ ორ კვირაშიამოქმედდება, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
„ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ ველოდები, რომ ცენტრი მუშაობას მაქსიმუმ ორ კვირაში დაიწყებს“, - განაცხადა გუტერეშმა თურქულ ტელეარხ NTV-თან ინტერვიუში.
როგორც გაეროში აღნიშნავენ, სტამბოლში ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა უნდა დაარეგულიროს შესაძლო ინციდენტები შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისას. ორგანიზაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მოსკოვმა და კიევმა პირობა დადეს, რომ „არცერთი მათგანი რა დაესხმება თავს“ დერეფანში გამავალ გემებს.
„თუ რაიმე ინციდენტი მოხდება, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ამოცანა, რომელიც გააკონტროლებს ამ ოპერაციას, იქნება მისი მოგვარება“, — განაცხადა მან.
მანამდე, დღეს, სტამბულში უკრაინის, თურქეთის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ. თუმცა, „უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივას“ უკრაინულმა მხარემ მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა ხელი.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, პორტებზე „ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „იუჟნი“ მთლიანად იყო და რჩება უკრაინის კონტროლქვეშ. ამ პორტებში სხვა გემების ყოფნა, გარდა იმ ხომალდებისა, რომლებმაც მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების ექსპორტი უნდა უზრუნველყონ, გათვალისწინებული არ არის.