მსოფლიო დღეს

გერმანიაში რუსეთიდან გაზის მიწოდება განახლდა

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა და გერმანიაში გაზის გადაქაჩვები განახლდა, იუწყება გაზეთი Spiegel მილსადენის ოპერატორ Nord Stream AG-ზე დაყრდნობით.

„გაზი კვლავ მოედინება [მილსადენში]“, — აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, გაზსადენი სრული სიმძლავრით გარკვეული დროის შემდეგ ამუშავდება.
ამ მომენტისთვის გადაქაჩული ბუნებრივი აირის მოცულობა იმდენივეა, რამდენიც ტექნიკური მომსახურების დაწყებამდე იყო. საუბარია დაახლოებით 67 მლნ კუბომეტრზე დღეში, რაც მილსადენის დატვირთვის დაახლოებით 40%-ს შეესაბამება.
მანამდე გერმანიაში შიშობდნენ, რომ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს გააჭიანურებდა, ან საერთოდ შეწყვეტდა გაზის მიწოდებას.
წყარო: Der Spiegel