მძღოლების საყურადღებოდ! ქობულეთის გვირაბი იკეტება

გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზაზე, ქობულეთის გავლით.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ბათუმი–ქობულეთის გზის საავტომობილო გვირაბში 20 ივლისის 21:00 საათიდან 21 ივლისის 09:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ცნობით, დაზიანებულია ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბის განათების სისტემა. შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად კი საჭიროა გვირაბის ჩაკეტვა.
გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზაზე, ქობულეთის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.