ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ ბუდაპეშტში ტურნირი მოიგეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა ფინალურ შეხვედრაში პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციბერმანს სძლიეს.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წყვილთა თანრიგში გამარჯვება მოიპოვეს.
გორგოძე და კალაშნიკოვა Hungarian Grand Prix-ის ფინალში პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს შეხვდნენ. ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველი სეტი დათმეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიშით 1:6, 6:4, 10:6 მოიგეს.
ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველ რაუნდში უნგრელები რეკა ლუკა იანი და ადრიენ ნაგი 6:3, 6:2 დაამარცხეს, შემდეგ ბრაზილიელ კაროლინა ალვესსა და რუმინელ გაბრიელა ლის სძლიეს – 7:5, 6:3, ნახევარფინალში კი პირველ ნომრად განთესილი ჩინურ-გერმანული წყვილი (შუაი ჟანი-ლაურა ზიგემუნდი) დაამარცხეს – 6:4, 6:4.
ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა>>
ბუდაპეშტში გამართული შეჯიბრების საპრიზო ფონდი 203.024 ევროს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ WTA-ს რანგის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო, კალაშნიკოვამ კი მეხუთედ.