მსოფლიო დღეს

ვან ი: ჩინეთი გულხელდაკრეფილი ჯდომას არ აპირებს

Sputnik
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. პეკინი არ აპირებს არც გულხელდაკრეფილი ჯდომას და არც ცეცხლზე ნავთის დასხმას, ის ხელს შეუწყობს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ უნგრელ კოლეგა პიტერ სიიარტოსთან სატელეფონო საუბრისას.

„ჩვენი ქვეყანა არ მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც უკრაინის კრიზისში არიან ჩართული. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილი ჯდომას და პასიურად დაკვირვებას იმაზე, რაც ხდება. უკრაინის კრიზისმა სერიოზული დარტყმა მხოლოდ ევროპას კი არ მიაყენა, არამედ მისმა ნეგატიურმა შედეგებმა უკვე იმოქმედა მთელ მსოფლიოზე“, − განაცხადა მინისტრმა.

პეკინში მიაჩნიათ, რომ უკრაინის კრიზისი − ეს მძიმე გაკვეთილია, და ამას ყველა სერიოზულად უნდა მოეკიდოს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური და სტაბილური მექანიზმის შექმნის წინადადება წამოაყენა.
რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიყვანა ჯარები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. ჩინეთი დამოუკიდებელ პოზიციას ინარჩუნებს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით და უარყოფს ზეწოლის მცდელობებს.