თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 12-32-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა, უწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„აღნიშნულ მონაკვეთზე, 2022 წლის 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ყოველი თვის შაბათს 15:00 სთ-დან ორშაბათს 09:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში
უწყების ინფორმაციით, გზის მონაკვეთზე ხორციელდება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები.