ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრებში ტურნირის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს

დღეს ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში ლიპარტელიანი კანადელ კრისტი დეგუჩისთან იპონით დამარცხდა.
გარდა ამისა, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართულ ტურნირზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 19 წლის ქართველმა ტურნირზე პირველი ნომრით განთესილი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
ძიუდო. ვაჟა მარგველაშვილი
მესამე ქართველი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
დღეს ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.