თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. გუდაურში პარაპლანი ხევში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „პრაიმთაიმი“.
შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, ერთი დაიღუპა, ხოლო მეორე მაშველებმა გადაარჩინეს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.