ავარია გონიოში: დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს ამ დრომდე ოპერაცია უტარდება.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. გონიოში ერთმანეთს მინივენი და სურსათით დატვირთული მიკროავტობუსი შეეჯახა, ნათქვამია „აჭარის ტელევიზიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა დღეს, გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის მიმდებარედ მოხდა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.