მაღალმთიან რაჭაში დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

სამუშაოების ჯამური ღირებულება 11,7 მლნ ლარად არის შეფასებული.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები ონის რაიონში გზას აღადგენენ, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, სამუშაოები საგლოლო–ჭიორა–ღების გზის 1-12 კმ მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა.
სპეციალისტები ამ ეტაპზე დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენას აგებენ.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 11,7 მლნ ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.