თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტის გავლით საქართველოში არადეკლარირებული თანხის შემოტანას ცდილობდნენ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა აღნიშნული პირების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა, ჯამში 91.900 აშშ დოლარი და 180 ავსტრალიური დოლარი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 170.400 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით) შეეფარდათ. კერძოდ, სომხეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 10.518 ლარი, რუსეთის მოქალაქეს კი 15.988 ლარი დაეკისრა.