ექსპორტი საქართველოდან კვლავ იზრდება

ექსპორტი ივნისში 25,1%-ით გაიზარდა და 438,6 მლნ დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–ივნისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 35,2%-ით გაიზარდა და 8,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებული იყო 5,9 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 35,3%-ით მეტია.
მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან გავიდა 2,6 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 35,1%-ით მეტია და დაახლოებით 42,4%-ით მეტია 2019 წლის, პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე.
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკა განვითარებას აგრძელებს>>
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 38,3%-ით მეტია.