ყვითელი ამბები

ლიკა კვარაცხელიას გოგონა ცნობილ კალათბურთელზეა შეყვარებული - წყვილის ფოტოები

Sputnik
სპორტის ქომაგებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ესპანეთთან მატჩში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი.
Europop-თან ინტერვიუში რატი თავისი შეყვარებულის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტატუების უმრავლესობა, რომელიც სხეულზე აქვს, მისი შეყვარებულის დახატულია.

„დედაჩემს აქვს ზუსტად იგივე ტატუ, მე, ჩემი პატარა ძმა და დედაჩემი, ჩემმა შეყვარებულმა დახატა ეს ტატუ. უმეტესობა ტატუებიდან, რაც ხელზე მაქვს, მისი დახატულია“, – ამბობს რატი.

რატი ანდრონიკაშვილის შეყვარებული სპორტული სამყაროს ცნობილი წარმომადგენლის შვილია. ელენე შელია ყოფილი ფეხბურთელის მურთაზ შელიას და მოდელისა და ტელესახის ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილია.
წყვილი ერთად ხშირად ატარებს დროს, ერთად ისვენებენ და ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებენ.