თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ბაშოზე მესამე გამარჯვება იზეიმა.
ტოჩინოშინი, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ნაგოია ბაშოს მეხუთე საჭიდაო დღეს დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა. ლევან გორგაძემ ორთაბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის იაპონელ სუმოისტს ზაფხულის სუპერტურნირზე გასული ოთხი ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა, პირველი მარცხი კი სწორედ ტოჩინოშინთან განიცადა.
ამჟამად ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ორი მარცხია. ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ ჩაატარებს. მისი მეტოქე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. ქართველი სუმოისტი 30 წლის იაპონელს კარიერაში 7-ჯერ შეხვედრია და მასთან მხოლოდ 1 მარცხი აქვს.