მსოფლიო დღეს

სანქციების მეშვიდე პაკეტით ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი არ აიკრძალება

Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ის არ შეზღუდავს რუსული გაზის იმპორტს, რადგან ძალიან ბევრი წევრი ქვეყანა ვერ შეძლებს საკმარისად სწრაფად მოერგოს სიტუაციას, განუცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სააგენტო Reuters-ს.
მისი თქმით, ევროკომისია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში წარმოადგენს სანქციების ახალ პაკეტს, რომელსაც შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ.

„ვფიქრობ, რომ [გაზი] არ შევა პაკეტში, ვინაიდან ძალიან ბევრი ქვეყანაა რუსულ გაზზე დამოკიდებული“, — აღნიშნა ფიალამ.

ფიალას განმარტებით, სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას, რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული ორმაგი დანიშნულების საქონლის გაფართოებულ სიას, ასევე შეზღუდვებს ფიზიკური პირების მიმართ.
მანამდე, 3 ივნისს ევროკავშირმა მიიღო ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვებზე გადავადებულ ემბარგოს მოიცავს. ევროკავშირმა ასეთი ნაბიჯი სლოვაკეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების მოთხოვნით გადადგა, რომელთა ეკონომიკაც დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.
წყარო: Reuters