თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. რუსეთი ევროკომისიის გადაწყვეტილებას კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტის შესახებ საღი აზრის გამოვლინებად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ეს გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვებს ხსნის რკინიგზით გადაზიდული პროდუქციის გარკვეულ ასორტიმენტზე, არის რეალიზმისა და გონიერების გამოვლინება“, — განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, მისი თქმით, ევროკომისიის დოკუმენტში მოცემულ ზოგიერთ ფორმულირებასთან დაკავშირებით მოსკოვს კვალავაც რჩება კითხვები. ამასთან დაკავშირებით რუსეთი მონიტორინგს დაწესებს და დააკვირდება, „როგორ განხორციელდება ევროკავშირის ეს ნაბიჯები პრაქტიკაში“.
მანამდე ევროკომისიამ განმარტა, რომ სანქცირებული პროდუქციის ევროკავშირის გავლით გადაზიდვების აკრძალვა მხოლოდ საგზაო ტრანსპორტს ეხება. წესების მიხედვით, ის არ ვრცელდება სარკინიგზო ტრანზიტზე „აუცილებელი კონტროლის განხორციელების გათვალისწინებით“.