ხანძარი ხულოში - სოფელ გორგაძეებში ორსართულიანი სახლი დაიწვა

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორსართულიანი ხის სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა სოფელ გორგაძეებში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს ოთხწევრიანი ოჯახიდან სახლში მხოლოდ ერთი იმყოფებოდა. იგი ხანძარს მეზობლების დახმარებით გადაურჩა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.