მსოფლიო დღეს

უნგრეთმა ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ენერგომატარებლებისა და შეშის ექსპორტი აკრძალა
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. უნგრეთის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იუწყება РИА Новости უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ გერგეი გუიაშზე დაყრდნობით.
დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები რუსული ენერგომატარებლების ალტერნატიულით ჩანაცვლების შესახებ.
„უნგრეთის ოჯახების დასაცავად და ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად უნგრეთის მთავრობა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს“, - განაცხადა გუიაშმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ შემოდგომა-ზამთრის გათბობის სეზონზე ევროპას, დიდი ალბათობით, გაზის დეფიციტი შეექმნება.
გუიაშმა ასევე ისაუბრა ევროპაში ფასების ზრდაზე. წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ღირებულება ხუთჯერ გაიზარდა, გაზი კი ექვსჯერ გაძვირდა.
„ამას ბოლო არ უჩანს, დღითი დღე გაზის ფასი ახალ რეკორდებს ამყარეებს.. უნგრეთის მთავრობამ ენერგომატარებლებისა და შეშის ექსპორტი აკრძალა“, - განაცხადა გუიაშმა.
როგორც ადრე საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, უნგრეთმა დაიწყო მოლაპარაკებები დამატებით (გრძელვადიანი კონტრაქტებით გათვალისწინებულის გარდა) 700 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე. ამჟამად უნგრეთში გაზსაცავები 44%-ით არის შევსებული.