ყვითელი ამბები

„ხელფასი 40 ლარი იყო. მაშინ მივხვდი, რომ...“ - რუსკა მაყაშვილი

Sputnik
მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ფინანსების სწორად გადანაწილებაზე და ფულის პრაგმატულად ხარჯვაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ყვითელი ამბები
„საქართველოში არაფერი ფასდება ისე, როგორც ადამიანები იმსახურებენ...“ - რუსკა მაყაშვილი

„ჩემი პირველი ხელფასი 40 ლარი იყო. სტუდენტურ სპექტაკლში ვითამაშე. მაშინ თეატრალურში ჩაბარებულიც არ მქონდა, მოსამზადებელი პერიოდი იყო. ეს 40 ლარი „მაკდონალდსში“ დავხარჯე. გულწრფელად ვამბობ, მართლა საოცარი შეგრძნება იყო – რაღაც გავაკეთე, ვიმუშავე და ჰონორარი ავიღე. უდიდესი სიამოვნება მივიღე. თავი ძალიან მაგარი მეგონა. პრინციპში, მაშინ „მოვიწამლე“ ამ შეგრძნებით და მას შემდეგ სულ მინდოდა, რომ საკუთარი გამომუშავებული ფული მქონოდა“, – ამბობს რუსკა.

მისი თქმით, სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ არასდროს არავის ხარჯზე არ იცხოვრებდა და ყოველთვის საკუთარ თავზე იქნებოდა დამოკიდებული.

„პირველად ვიგრძენი, რამხელა სიამოვნებაა, როცა ფულს საყვარელი საქმით გამოიმუშავებ", – ამბობს ინტერვიუში რუსკა მაყაშვილი.