თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიასთან გამარჯვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო რეიტინგში იტალიას და სამოას გადაუსწრეს და ამ დროისათვის მე-12 ადგილზე იმყოფებიან. საქართველოს ნაკრებმა ბათუმში დაფიქსირებული შედეგის წყალობით 0,72 ქულა გამოიმუშავა და ჯამში 74,51 ქულა დააგროვა. იტალია 73,29 ქულით მე-14 საფეხურზე აღმოჩნდა და წინ სამოა (74,21) გაუშვა, რომელმაც გასულ კვირაში ტონგას მოუგო (34:18).
ცვლილებები განხორციელდა რეიტინგის პირველ ათეულშიც, სადაც პირველი ადგილი საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი:
1.
საფრანგეთი – 89.412.
ირლანდია – 88.793.
სამხრეთ აფრიკა – 88.614.
ახალი ზელანდია – 88.175.
ინგლისი – 85.146.
ავსტრალია – 83.287.
შოტლანდია – 82.998.
უელსი – 81.289.
არგენტინა – 79.3910.
იაპონია – 77.7411.
ფიჯი – 76.6212.
საქართველო – 74.5113.
სამოა – 74.2114.
იტალია – 73.2915.
ესპანეთი – 69.27საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში 10 ივლისს ზაფხულის სერიების ეგიდით რიგით მეორე ტესტ-მატჩი იტალიის წინააღმდეგ ანგარიშით 28:19 მოიგო.
„ბორჯღალოსნები“ ზაფხულის მატჩებს შინ 2015 წლის „თბილისის თასის“ შემდეგ პირველად ატარებენ – ორს ქუთაისში და ერთს ბათუმში. 3 ივლისს საქართველო არგენტინა XV-ს შეხვდა (საქართველო 24:30 დამარცხდა), 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლა, 16 ივლისს კი ქუთაისში პორტუგალიის ნაკრებს მიიღებს.