ოპოზიცია, სავარაუდოდ, კიდევ ერთ მანდატს კარგავს: პარლამენტი ვარშალომიძის საკითხზე მსჯელობს

ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრმა სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. სწორედ ასეთი ვითარებაა შექმნილი ვარშალომიძესთან დაკავშირებით.
მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტში ვარშალომიძის ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გააუქმა – პარტიის თხოვნის საფუძველზე.
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება.
დღეისათვის 150-ადგილიან პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატია, აქედან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია.