მსოფლიო დღეს

ვაშინგტონში კომენტარი გააკეთეს პატრუშევის განცხადებაზე

Sputnik
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ნატოს არ აქვს აგრესიული ზრახვები მოსკოვის მიმართ, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს.
მანამდე მადრიდის სამიტზე ალიანსმა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საშიშროებადაა“ აღიარებული. ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ალიანსის მიერ რუსეთის მტრად გამოცხადება იწვევს დაძაბულობის ესკალაციასა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ევროპაში, ამასთან ეწინააღმდეგება რუსეთი-ნატოს ფუნდამენტურ აქტს.

„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არანაირ საფრთხეს არ უქმნის არცერთ ქვეყანას და არ აქვს აგრესიული ზრახვები რუსეთის წინააღმდეგ“, − განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „რია ნოვოსტის“, როდესაც მას პატრუშევის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

იგივეა ნათქვამი ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც. როგორც დოკუმენტშია ჩაწერილი, აფართოებს რა საკუთარი ძალების ყოფნას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ალიანსი არ ისწრაფვის რუსეთთან დაპირისპირებისკენ, არ ემუქრება მას, მაგრამ აძლიერებს თავის შესაძლებლობებს რუსეთის შესაკავებლად.
წყარო: რია ნოვოსტი