ყვითელი ამბები

„გარდატეხის პერიოდი აქვს...“ - სალომე გოგიაშვილმა შვილის მასწავლებელი სკოლიდან გააშვებინა

Sputnik
ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ მისი შვილის მასწავლებლის სკოლიდან გაშვების ფაქტზე ისაუბრა.

„ჩემს შვილთან დაკავშირებით სკოლაში ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. 14 წლის არის, გარდატეხის პერიოდი აქვს, იმკვიდრებს თავს – ბიჭია, ხმა დაუბოხდა. ყველა ისე ვიქცევით, რომ ზედმეტებში არც თვითონ გადავიდეს და არც ჩვენ. მასწავლებელმა კი შეურაცხყოფა მიაყენა. მე ცუდი დედა არ ვარ ნამდვილად, მგონია, რომ ყველაფერში ჩართული ვარ, მაგრამ გამომეპარა. იმიტომ რომ ბიჭია და ტირილს არ დაიწყებდა, ასეთი ხასიათი აქვს, არ ტირის. მოვიდა, ჩაიკეტა ოთახში. როგორც გაირკვა, მასწავლებელი იყო დამნაშავე, მაგრამ არაფრით არ მითხრა თვითონ. სკოლას მინდა მადლობა გადავუხადო, სადაც დამყავს, იმდენად გულთან ახლოს მიიტანეს, მთელმა სკოლამ განიცადა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – დაფასება და ჩემი შვილის სიყვარული“, – ამბობს სალომე.

ყვითელი ამბები
„მაშოს ცხოვრებაში აუცილებლად ჩავერევი...“ - სალომე გოგიაშვილი შვილებზე საუბრობს
მისი თქმით, მასწავლებელმა უთხრა ისეთი რამ, რაც არ უნდა ეთქვა, შეურაცხყოფილი იყო მთელი კლასის თანდასწრებით.

„არ მინდა ამ ფაქტის გაჟღერება, არ მინდა, რომ კიდევ ერთხელ გავახსენო და ვანერვიულო. მასწავლებელი დათხოვილია სამსახურიდან. ადამიანმა, რომელსაც პრეტენზია გაქვს რომ პედაგოგი ხარ, ბავშვს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. არანაირი თანხა არ მიღირს, რომ ჩემმა შვილმა ინერვიულოს. მთხოვდა, არ გაუშვათ სკოლიდანო. პირველად იტირა – ეგ არ გამიკეთო, იმ სკოლაში უნდა მივიდე და არ მინდა ჩემ გამო წავიდეს ის ქალი სკოლიდანო. მე გადავალ სკოლიდანო. შევთანხმდით, რომ გადავიდოდა სხვა სკოლაში, უბრალოდ კლასელები ჰყავს არაჩვეულებრივი, მთელი კლასი მოვიდა და უთხრეს, შენ თუ გადახვალ, ჩვენც გადმოვალთო. და გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავით ამ სკოლაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ამის ამოქექვა არ მინდა”, – განაცხადა ტელეწამყვანმა.