ყვითელი ამბები

„ცუდი ქცევის“ გამო ამჯერად პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის უფროს ვაჟს აკრიტიკებენ

Sputnik
პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი უიმბლდონზე უფროს ვაჟთან, პრინც ჯორჯთან ერთად გამოჩნდნენ.
ყვითელი ამბები
პრინცი ლუის „მავნე ქცევა“ მიუთითებს, რომ უილიამი და კეიტი მკაცრი მშობლები არ არიან
მასმედიის ყურადღება მაშინვე მიიქცია რვა წლის ჯორჯის ქცევამ, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს მატჩს, თუმცა ზედმეტად ემოციური ჩანდა.
კამერებმა აღბეჭდეს კადრები, როგორ აძლევს შენიშვნას პრინცი უილიამი შვილს, ხოლო რამდენჯერმე პატარა პრინცს „ცუდ ქცევაზე“ დედაც მიუთითებს.
ეს ამ თვეში მეორე შემთხვევაა, როდესაც სამეფო ოჯახის პატარა წევრები მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებიან „ცუდი ქცევის“ გამო. დედოფლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე ყველას თავი უილიამისა და კეიტის უმცროსმა ვაჟმა ლუიმ დაამახსოვრა.