მსოფლიო დღეს

თურქეთში ტურისტული მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა - არიან დაშავებულები

Sputnik
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. თურქეთში ტურისტული მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, იტყობინება გაზეთი Star-ი.

„ავარია ტუნცელი-ერზინჯანის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრზე მოხდა. მიღებული ინფორმაციით, ტურისტული მიკროავტობუსი, რომელიც მალათიიდან შავი ზღვის მიმართულებით მიდიოდა, ხრამში ჩავარდა, ვინაიდან მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 18 ადამიანი დაშავდა“, − წერს გაზეთი.

შემთხვევის ადგილზე ექიმების, მაშველების, სახანძრო ბრიგადებისა და ჟანდარმერიის უამრავი ჯგუფი იყო მობილიზებული.
ამ დროისათვის დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ ვრცელდება.
წყარო: Star