თუ თქვენი შვილი დაიბადა შემდეგ რიცხვში: 1, 10, 19...

ასეთ ბავშვებს მშობლებისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლიათ.
Sputnik
ამ რიცხვებში – 1, 10, 19 ან 28 – დაბადებულ ბავშვებს მზე თავისი ენერგიით ეხმარება. ისინი ძალზე კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე არიან. თუ მშობლები მათ მოსმენას ისწავლიან, ამის სანაცვლოდ ბევრს მიიღებენ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასეთი ბავშვების არაორდინარულ აზროვნებას.
ამ რიცხვებში დაბადებული ბავშვები არასდროს მოუსმენენ მასწავლებელს ან მშობელს, თუ მან მათ თვალში გარკვეული ავტორიტეტი არ მოიპოვა. ეს ბავშვები ხშირად სვამენ საკმაოდ რთულ კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა ხშირად პრაქტიკულად არარეალურია.
მათი შემჩნევა ადვილია ხალხში. მათგან თავისებური შინაგანი ძალა მოდის.
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში
მათთვის სულ არ არის რთული, გაღიმება აიძულონ ყველაზე დადარდიანებულ ადამიანს.
ასეთ ბავშვებს მშობლები აუცილებლად უნდა დაეხმარონ, რომ მათ საკუთარი თავის დაფასება ისწავლონ. მათ გაგება და ალერსი სჭირდებათ, ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის მშობლების მხარდაჭერა. ყველაზე ძალიან მათ რთული ამოცანების ამოხსნა უყვართ.
ასეთ დროს ისინი ნამდვილ გმირებად გრძნობენ თავს. ასეთ ბავშვებს ხშირად უჩნდებათ საკმაოდ არაორდინარული იდეები და მათ დიდი სიამოვნებით ახორციელებენ.
ამ რიცხვებში – 1, 10, 19 ან 28 – დაბადებულები დიდი ეგოისტები არიან, განსაკუთრებით, თვის ბოლოს დაბადებულები. მათ უჭირთ იმის გაგება, რომ მათი მოსაზრება შეიძლება მცდარი იყოს.
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
ასეთ ბავშვებს უნდა ელაპარაკოთ როგორც თანასწორს და მხოლოდ იშვიათად უნდა მისცეთ თავს უფლება, მოიქცეთ როგორც უფროსი.
ყოველთვის ეცადეთ მხარი დაუჭიროთ ბავშვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის თავში ჩაიკეტება და თქვენთან გულგრილობის კედელს აღმართავს.