დღეს სოფელ სამებასთან ექვსი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრებიდან ყველაზე ძლიერი, 4,8 მაგნიტუდის ბიძგი 07:36 საათზე დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები ისევ განმეორდა.
თბილისის დროით 10:24 საათზე 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 8 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
მანამდე, 10:14 საათზე მიწისქვეშა ბიძგებმა 3,2 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
დღეს სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები ზედიზედ ექვსჯერ დაფიქსირდა.
მიწისძვრებიდან ყველაზე ძლიერი, 4,8 მაგნიტუდის ბიძგი 07:36 საათზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.