რუსთაველის თეატრის მსახიობი გოგა ბარბაქაძე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალიდან „შუა ქალაქში“, ტელეწამყვან ნიკოლოზ ხაჩიძის კითხვებს პასუხობს.
გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ მსახიობს მამასთან ურთიერთობა არ ჰქონდა და მხოლოდ ერთხელ მიეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
„მამაჩემს იმ წუთასვე ვაპატიე, როცა დავინახე. ორ დღეში გავიგე, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. ფოტოც არ მქონია სახლში“, – ამბობს მსახიობი.