უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ წავიდა და ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.
47 წლის კახა გოგოლი 10 ივლისს, გამთენიისას საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.